Friday, July 10, 2015

დღე მეცხრე

პროექტის პორტფოლიო

დღეს დავათვალიერეთ  ჯგუფელებმა ერთმანეთის  საქაღალდეები , შევავსეთ  და შევიტანეთ  შესწორებები.დღევანდელი ჩვენი ტრენინგი იყო შემაჯამებელი  და მე საბოლოოდ მივხვდი,რომ ამ ტრენინგებმა ბევრი რამ შემასწავლა,გავიგე თუ როგორი მეთოდებით,გზებით  და ხერხებით უნდა ჩავატაროთ პროექტებით სწავლება,რომ უფრო წარმტებული იყოს ჩვენი სამუშაო.
მე ,მიუხედავად იმისა რომ თავიდან დაუძლევლად და
  რთულად მომეჩვენა ყოველი,  დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ  ტრენინგებით,რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გამოვუცხადო  ჩვენს ტრენერს  გვანცას.  მადლობთ და  ნახვამდის!

Thursday, July 9, 2015

დღე მერვე
დღეს ვისწავლეთ, თუ როგორ ჩავალაგოთ ჩვენი ნამუშევრები  ჩვენს საქაღალდეში.გავარკვიეთ, თუ  როგორ მოვახდინოთ  მოსწავლეების ფასილიტაცაია ტექნოლოგიების გამოყენებით.გავიგეთ  თუ რაოდენ ხელს უწყობს ეს მეთოდი  მოსწავლეებში  დამოუკიდებლად მუშაობის  უნარ- ჩვევების  ჩამოყალიბებას.ვისწავლეთ ბმულის   გაკეთება ბლოკზე.დღე იყო ხალისიანი და  პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული,რისთვისაც მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს  ტრენერს  გვანცას.

Tuesday, July 7, 2015

დღე მეშვიდე
  დღეს გავიმეორეტ შეფასების ცეკლისტის შევსება,ვისწავლეთსაქაღალდესგაზიარებაინტერნეტში,გავაკეთეთჩვენი ბლოკის დიზაინი და ბმული პოსტზე,განვიხილეთ გარდნერისა  და ბლუმის მატრიცია და შევეცადეთმისი ინტერპრეტაციასჩვენი პროექტის მიხედვით.ეს ყველაფერი დამეხმარება მე  გავიყვანო მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე.

Friday, July 3, 2015

დღე მეექვსე
დღევანდელი დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო,რადგან მე შევძელი და აუდიტორიის წინაშე წარმომედგინა ჩემი ნაშრომი სლაიდშოუს სახით,რომელიც მომეცა საშინაო დავალების სახით წინა მეცადინეობაზე.მე მოვირგე მოსწავლის როლი და მისი სახით წარმოვადგინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

მივიღე სასარგებლო რჩევები ჩვენი ჯგუფის წევრებისაგან,რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ პროექტის შექმნაში.
მივიღეთ დავალება-შემდეგი მეცადინეობისთვის უნდა შევავსოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისშეფასების რუბრიკა.

Thursday, July 2, 2015

დღე მეხუთე
ტრენერმა თანმიმდევრულად  შეგვასწავლა პოვერპოინტში სლაიდების შექმნა,ამ სლაიდების დახვეწა ,გაფერადება და შოუს გაკეთება/მოვირგეთ მოსწავლის როლი და ვიმუშავეთ ჩვენს პროექტზე სლაიდებში.დღე ცოტა რთული ,მაგრამ საინტერესო იყო.

Tuesday, June 30, 2015

დღე მეოთხე
დღეს საინტერესო იყი დროში  დაწერილი შეფასების გეგის მიხედვით პროექტის  გეგმის  შედგენა.გავიმეორეთ ეკრანზე შენახული მასალის დრაივში შენახვა.მივიღეთ კონკრეტული დავალება სახლში სესასრულებლად.დღემ საინტერესოდ ჩაიარა.